Girshesanishnaobani Sainformacio Centri Bmulebi English Version
 
 
mkharis shesakheb
mineraluri cklebi
kulturuli memkvidreoba
turistuli marshrutebi
sportuli shesadzleblobani
samto satkhilamuro kurorti
sad gavcherdet
gzamkvlevi borjomamde
suratebis galerea


სათხილამურო სპორტის ნამდვილი სამოთხე ბაკურიანი – საერთაშორისო მნიშვნელობის ზამთრის სპორტის ცენტრს წარმოადგენს. თხილამურები, სნოუბორდები, თოვლის მოტოციკლები,ცხენები, მარხილები, – შესანიშნავია სპორტსმენთა თუ აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.

კოხტა – გორა

მწვერვალის სიმაღლე–ზღვის დონიდან 2150 მ.
ტრასის სიგრძე – 1525 მ.
საბაგიროს სიგრძე – 1100 მ.
სასრიალო ტრასის სტარტისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 400 მ.
საბაგირო გზა – ღია 2 ადგილიანი სავარძლები.
2 სათრეველა საბაგირო გზა 450 მ. სიგრძის


ტატრა – პომა (ჩეხური სახელია)

მწვერვალის სიმაღლე - ზ. დ. - 2250 მ.
ქვედა სადგური ზღვის დონიდან - 1800 მ.
სასრიალო ტრასისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა - 450 მ.
სასრიალო ტრასის სიგრძე - 1822 მ.
ტატრა – პომა საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ტრასაა საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ.
სათრეველა საბაგიროს სიგრძე - 2700 მ.
პატარა სათრეველა საბაგირო - 450 მ. სიგრძის, დამწყებ მოთხილამურეთათვის და ბავშვებისათვის.


დიდველი

ტურისტებს ემსახურება 8–ადგილიანი გონდოლა–საბაგირო. მოძრაობს 6 მ/წმ სიჩქარით, საბაგირო გზის სიგრძე - ზღვის დონიდან 1800 მ.
ტრასის სიგრძე – ზღვის დონიდან 1800 მ–მდე.
ქვედა სადგური – ზღვის დონიდან 1830 მ.
ზედა სადგური – ზღვის დონიდან 2130 მ.
სტარტისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 300 მ.
დაგეგმილია: საბაგირო გზის გაგრძელება, ტრასის სიგრძის გაზრდა, სპორტკომპლექსის მშენებლობა, სასტუმროები...

ე.წ. "25" – იანები

4 სათრეველა საბაგირო, ყველაზე გრძელი 400 მ.
1 საბაგირო – ღია სავარძლით,
თხილამურების, თოვლის მოტოციკლების და ცხენების გაქირავების პუნქტი.
დამწყებ მოთხილამურეთათვის ყველაზე კარგი სასრიალო პროფილის მქონე - მცირე დაქანების გამო.

პარკი

2 სათრეველა საბაგირო – ზღვის დონიდან 370 მ. და 245 მ.
თხილამურების გაქირავების პუნქტი

თოვლის მოტოციკლი

სახალისო და საინტერესოა თოვლის მოტოციკლით გასეირნება კოხტაგორას ფერდობზე (2155 მ.) ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ალტერნატიული მარშრუტები – მაგ. ბაკურიანიდან ტაბაწყურის ტბამდე, ცხრაწყაროს გავლით (2454 მ. სიგრძის ტრასა.)

რაფტინგი

ვისაც იტაცებს ექსტრემალური სპორტის სახეობები, მთის მდინარის ჩქარი დინება არ აშინებს, უყვარს სირთულის დაძლევა, ვისთვისაც სისწრაფე სიამოვნებაა – მათთვის რაფტინგი მტკვარზე, ნამდვილი აღმოჩენაა. მოსინჯეთ თქვენი ძალები. სისწრაფის თავბრუდამხვევი შეგრძნება, მჩქეფარე ტალღების სიგრილე, ულამაზესი ჭალა, ბორჯომის ხეობის განუმეორბელი სილამაზე – სიცოცხლეს უფრო ხალისიანს გახდის.

ცხენოსნობა

ვისაც უყვარს ცხენით ნავარდობა, მუხნარითა და მაღალი კაკლის ხეებით გარშემორტყმული სუბალპური საძოვრები შესანიშნავი ადგილია ამ სპორტისათვის.
 
 
  © ბორჯომის რაიონის ტურიზმის სამსახური 2006