Girshesanishnaobani Sainformacio Centri Bmulebi English Version
 
 
mkharis shesakheb
mineraluri cklebi
kulturuli memkvidreoba
turistuli marshrutebi
sportuli shesadzleblobani
samto satkhilamuro kurorti
sad gavcherdet
gzamkvlevi borjomamde
suratebis galerea


ბორჯომის მინერალური წყლები

ბორჯომის ძირითადი სიმდიდრე, თვალწარმტაცი ბუნება და ის უნიკალური მინერალური წყლები გახლავთ, რომლებიც მსოფლიოში ცნობილ სხვა მინერალურ წყლებს ტოლს ნამდვილად არ უდებენ. მაღალი სისუფთავის, საუკეთესო ქიმიური შემადგენლობის წყალი სასიამოვნო დასალევია, მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებით და მრავალი დაავადების წინააღმდეგ საუკეთესო სამკურნალო–პროფილაკტიკურ საშუალებაა. ხეობაში ამომავალი ყველა წყარო განსხვავებული თვისებებითა და ტემპერატურული მაჩვენებლებით ხასიათდება. ბორჯომის წყალის ძალა ჩვენმა წინაპრებმა კარგად იცოდნენ, ამას გათხრებისას ნაპოვნი, I საუკუნით დათარიღებული ქვის აბაზანებიც ადასტურებენ. სამწუხაროდ, მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველოს მშფოთვარე ისტორიის გამო ამ სიმდიდრის შესახებ დაივიწყეს და მხოლოდ XIX საუკუნეში მოხდა უნიკალური წყლის ხლახალი აღმოჩენა.
ლეგენდის მიხედვით ბორჯომის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკებული გრენადერთა პოლკი, იქ სადაც ამჟამად მინერალური წყლების პარკია გაშენებული, ხის ჭრის დროს შემთხვევით მიწის სიღრმიდან მოჩუხჩუხე თბილ წყაროს წააწყდა. უგემრიელესი წყლის არსებობის შესახებ, უცნობი დაავადებით გატანჯულ პოლკის უფროსსაც შეუტყვია; მას წყლის აბაზანები მიუღია და განკურნებულა. ამის შემდეგ ბორჯომის მინერალური წყლების სასწაულებრივი ძალა ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა; მომავალმ კურორტმა სახელი სწრაფად გაითქვა. მის უნიკალურობას სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე მოპოვებული ოქროს მედლებიც ადასტურებენ.
დღეს ბორჯომის მინერალურ წყლებს მთელი მსოფლიო კარგად იცნობს. მას ერთერთი საუკეთესო სუფრისა და სამკურნალო წყლის სახელი აქვს დამკვიდრებული. იგემეთ თავად! იგი თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის საწინდარია!







 
  © ბორჯომის რაიონის ტურიზმის სამსახური 2006