Girshesanishnaobani Sainformacio Centri Bmulebi English Version
 
 
mkharis shesakheb
mineraluri cklebi
kulturuli memkvidreoba
turistuli marshrutebi
sportuli shesadzleblobani
samto satkhilamuro kurorti
sad gavcherdet
gzamkvlevi borjomamde
suratebis galerea


ბაკურიანი

ბაკურიანი - საქართველოს გამორჩეული სამთო კურორტი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხოლამურო სპორტის ნამდვილი სამოთხე ზამთრის სპორტის ცენტრს წარმოადგენს. ბაკურიანი - ბორჯომიდან 29 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1700 მ.-ზე, სუბტროპიკულ ზონაში, მთის შედარებით მაღალ ნაწილში მდებარეობს. მწვერვალების სიმაღლე -- ზ,დ 2150 – 2250 მ-ია. საუცხოო ჰავა, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეებით დაფარული მაღალი მთები, მზიანი, თბილი ამინდები კარგ პირობებს ქმნის ჰაერისა და მზის აბაზანების მისაღებად და გასაჯანსაღებლად. მისი რელიეფი და ჰავა ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების იდეალურ პირობებს ქმნის. ბაკურიანი, რომელიც ზამთარში "სპორტული დედაქალაქი" ხდება, ტურისტებს არა მარტო სამთო-სათხილამურო ტრასებით, საბაგირო გზებით,. სპორტული და სამკურნალო გამაჯანსარებელი ბაზებით, სასტუმრო მომსახურებით, დასვენებისა და მელიოთერაპიის ეფექტურობით, არამედ აქტიური ტურიზმის ფართო შესაძლებლობებითაც დააინტერესებთ. მისი ერთერთი საუკეთესო ტურისტული ობიექტია მაღალმთის –ბოტანიკურ ბაღი, რომელიც ალპური და სუბალპური ფლორის მდიდარი კოლექციით გამოირჩევა. აქ მცენარეთა ნიმუშების რაოდენობა 1500 სახეობას აღწევს. ბაღი 17 ჰა.-ს მოიცავს და ულამაზესი და მიმზიდველია ტურისტებისათვის.
 
  © ბორჯომის რაიონის ტურიზმის სამსახური 2006