Girshesanishnaobani Sainformacio Centri Bmulebi English Version
 
 
mkharis shesakheb
mineraluri cklebi
kulturuli memkvidreoba
turistuli marshrutebi
sportuli shesadzleblobani
samto satkhilamuro kurorti
sad gavcherdet
gzamkvlevi borjomamde
suratebis galerea


ბორჯომის რაიონის შესახებ

ბორჯომის რაიონის მდებარეობა: ბორჯომის რაიონი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 800 – 1000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, მცირე კავკასიონის მარადმწვანე ფერდობებს შორის, მტკვრისა და მისი შენაკადი მდინარეების თვალწარმტაც ხეობაში.
რელიეფი უმეტესად მთიანია. რაიონის ფართობი 1190 კვადრატული კილომეტრია.
ტერიტორიის 60–65% ტყის მასივით არის დაფარული, რომელიც მცენარეების ნაირსახეობებით (1600 –ზე მეტი სახეობა) არის მდიდარი. უმეტესად წიწვოვანი (ნაძვი, ფიჭვი, სოჭი) და ფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა, არყის ხე) ჯიშები დომინირებენ.
ბორჯომი ბუნებრივი რესურსებით, სამკურნალო თერმულ – მინერალური წყლებითა და ულამაზესი ტბებით არის მდიდარი; მათგან ტაბაწყური, კახისი და წეროსი განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ტყეებში გარეულ ცხოველსა (ირემი, შველი, დათვი...) და ფრინველსაც (არწივი, ქორი, ძერა, კოდალა, ოფოფი...) მრავლად შეხვდებით.

ჰავა
ბორჯომის ხეობის ჰავის თავისებურება მისი გეოგრაფიული მდებარეობითა და მარადმწვანე ტყის საფარით არის განპირობებული. იგი ბალნეო – კლიმატური კურორტია და მთელი წლის მანძილზე ფუნქციონირებს. მაღალი მთები ძლიერი ატმოსფერული დინებებისათვის ბუნებრივ დაბრკოლებებს ქმნის;
სწორედ ამიტომ აქ ტემპერატურული ცვალებადობა და ნალექების მერყეობა საკმაოდ მცირეა.
რბილი და გამამხნევებელი დილა, სასიამოვნო საღამოები, ტყე – პარკები, სუფთა, გამჭვირვალე და წიწვის არომატით გაჟღენთილი ჰაერი, თბილი ზაფხული, რბილი თოვლიანი და მზიანი ზამთარი – ეს ყველაფერი ბორჯომის ჰავის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს
ბორჯომის ხეობის კლიმატური პირობები, ჰაერისა და მზის აბაზანების ერთობლივი გამოყენების საშუალებას იძლევა. რეგიონის კლიმატური მრავალეროვნება, ბორჯომის, როგორც საკურორტო, ასევე სამკურნალო ზონის როლს კიდევ უფრო ზრდის.
 
  © ბორჯომის რაიონის ტურიზმის სამსახური 2006